როდის დაიწყო დიჯიტალიზაცია?
- ninuca
- Apr 3, 2020
- 2 min read
Updated: Apr 15, 2020

21-ე საუკუნეში ტერმინს ციფრული მარკეტინგი (Digital Marketing) ხშირად ვიყენებთ.
2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში ინტერნეტი 4.39-მა მილიარდმა ადამიანმა მოიხმარა. რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წელთან შედარებით მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 366 მილიონამდე გაიზარდა. საშუალოდ, კი მომხმარებლი დღეში 6 საათსა და 42 წუთს ატარებს ინტერნეტში.
დღესდღეობით ყველა კომპანიამ იცის თუ რამდენად საჭიროა ციფრული მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის. შესაბამისად სოციალურ მედიასაც ვერ ავუვლით გვერდს თუ გვსურს გვქონდეს წარმატებული ბიზნესი, ვიყოთ წარმატებული ბლოგერი ან ინფლუენსერი.
არსებობს მოსაზრება, რომ პირველი მარკეტოლოგი რომელმაც ციფრული ტექნოლოგია გამოიყენა, იყო გუგლიელმო მარკონი (Guglielmo Marconi), როცა მან რადიო შექმნა. ან იქნებ ციფრული მარკეტინგის ერა მაშინ დაიწყო როცა 1971 წელს რეი ტემლინსონმა( Ray Tomlinson) პირველი მეილი გააგზავნა თავის თავთან, რადგან მაშინ ქსელში მის გარდა არავინ იყო, შესაბამისად მას პასუხსაც ვერავინ დაუბრუნებდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში სარეკლამო კომპანია SoftAd-მა (ახლა ChannelNet -https://www.channelnet.com/) ავტომობილების მწარმოებელი რამდენიმე ფირმისთვის საინტერესო და იმ დროისთვის უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყო. მომხმარებლებს უნდა ამოეჭრათ სპეციალური ჩანართი და გაეგზავნათ მითითებულ მისამართზე. საპასუხოდ ისინი იღებდნენ მათთვის სასურველი ავტომობილის უფასო ტესტ დრაივს და დისკს რომელშიც ჩაწერილი იყო სხვადასხვა მარკის ავტომობილების რეკლამა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობდა ციფრული მარკეტინგი ინტერნეტის გარეშეც კი.

ციფრულიმარკეტინგისერთერთსაუკეთესოსაწყისეტაპადშეგვიძლია 1990 წელი დავასახელოთ, როდესაც ინტერნეტსივრცეში პირველი საძიებო სისტემა არჩი გამოჩნდა.
1993 წელს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ციფრულ მარკეტინგში, როდესაც ვებ გვერდებზე ბანერები გამოჩნდა(clickable banner). ასე გაჩნდა პირველად ონლაინ რეკლამა.

ხოლო 1994 წელს როდესაც საძიებო სისტემა Yahoo გამოჩნდა, მომხმარებლებმა ინფორმაციის მოძიება ვებ გვერდების საშუალებით დაიწყეს.
მომდევნო წლების განმავლობაში უფრო მეტი საძიებო სისტემები გამოჩდნენ ონლაინ სივცეში, დებიუტი ქონდათ HotBot-ს, Alexa-ს და LookSmart-ს.
სწორედ ამ პერიოდშივე ციფრული მარკეტინგის მენეჯერებმა წამოჭრეს საკითხი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდებოდა მათი კომპანიების ან საქმიანობის მოძებნა ონლაინ სივრცეში. რა იყო საჭირო იმისათვის რომ ისინი საძიებო სისტემის პირველ რიგებში ყოფილიყვნენ. სწორედ მაშინ გამოჩნდა ტერმინი SEO (search engine optimization).
ტერმინი "ციფრული მარკეტინგი" 90 -იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. სწორედ ამ წლებში იწყება ინტერნეტ სივრცის გამოყენება პროდუქტის/მომსახურების რეკლამირებისთვის. რამდენიმე წელში დაიწყო საინფორმაციო სივრცის ყიდვა გაყიდვა. რაც უფრო მეტი იყო ვიდრე პროდუქციის გაყიდვის ინსტრუმენტი, შესაბამისად ინტერნეტ მარკეტინგმა სახე იცვალა. მას შემდეგ რაც ინტერნეტ სივრცეში Yahoo, Google და Microsoft-ი გამოჩდნენ მათ ციფრული მარკეტინგი სულ სხვა დონზე აიყვანეს.
Comentários