top of page
Search

"ბრენდის" ისტორია...

  • Writer: ninuca
    ninuca
  • May 31, 2020
  • 2 min read

სიტყვა „ბრენდი“ ერთ-ერთი იმ სიტყვათაგანია, რომელიც ფართოდ გამოიყენება, მაგრამ მას ყველა სხვადასხვაგვარად გებულობს. რას ნიშნავს „ბრენდი“ და როგორ იცვლებოდა მისი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში?

სიტყვა „ბრენდს“ დიდი ხნის ისტორია აქვს. ვარაუდობენ რომ სიტყვა ბრენდინგი სკანდინავიური წარმოშობისაა. ვიკინგების დროს ის გამოიყენებოდა, როგორც პირუტყვის ნიშანი, მარკა. ეს მნიშვნელობა ახლოსაა დღევანდელ ბრენდინგის გაგებასთან, რადგან ის აღნიშნავდა, ნიშანს, საქონლის საკუთრებას.

ბრენდის განვითარება ხდებოდა ეტაპობრივად, რომლებსაც შედარებით მოკლე ისტორია აქვთ, თითოეულ ეტაპზე ზეგავლენას ახდენდა როგორც ეკონომიკური, სოციალური ასევე პოლიტიკური გარემო.

დაახლოებით ათი საუკუნის წინ ჩიკაგოში რანჩოს მეპატრონეები იყენებდნენ ბრენდინგის უთოებს ( branding irons), რომლითაც ისინი დაღავდნენ პირუტყვს, შესაბამისად რანჩოს ტერიტორიიდან გაპარული პირუტყვის ამოცნობა იყო ადვილი, რადგან ყველა რანჩოს ჰქონდა თავისი ემბლემა, პირუტყვები კი იყვნენ ბრენდირებულნი. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ასე ნიშნავდნენ საქონელს შექსპირის დროსაც, სწორედ აქედანაა წამოსული ტერმინი „სასაქონლო ნიშანი(trademark). პირველი განსაზღვრება, რომელიც ჰქონდა ბრენდს, ეს იყო პროდუქტის და მომსახურების კონკრეტული წყარო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბრენდი ეს არის იგივე „სასაქონლო ნიშანი“.

მე-19 საუკუნის ბოლოს როდესაც სარკინიგზო მაგისტრალის საშუალებით შესაძლებელი გახდა პროდუქციის შორ მანძილზე მიწოდება, მწარმოებლებმა დაიწყეს ისეთი პროდუქციის დაფასოება როგორიცაა- შაქარი, ფქვილი, ბრინჯი, ლუდი. მათ ასევე დაიწყეს შეფუთვის გაფორმება და მასზე აწერდნენ თუ ვის მიერ იყო წარმოებული პროდუქტი. ეს იყო შემთხვევა როდესაც ბაზარზე პირველად გამოჩდნენ პროდუქტები, რომელთაც გააჩნდათ საკუთარი ლოგო. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მომხმარებელს შეეძლო პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან განესხვავებინა და აერჩია მისთვის სასურველი პროდუქტი. ბევრმა ლოგომ გაუძლო დიდ გამოცდას და გაუმკლავდა რისკს. საბოლოო ჯამში ლოგო მხოლოდ მწარმოებელზე არ მიუთითებდა , ის ასევე იყო ხარისხის ნიშანი მომხმარებლისთვის.

შემდეგი ძირეული ცვლილება პრენდინგის ისტორიაში მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ინდუსტრიალიზაციამ განიცადა დიდი განვითარება, რამაც ადამიანების ცხოვრება შეცვალა ინოვაციებით და ახალი როდუქტებით. ამ ეტაპზე სჯეროდათ, რომ კარგი პროდუქტი თვითონ გაყიდდა თავის თავს, უბრალოდ მას სჭირდებოდა რეკლამა, რომ ყველას გაეგო მის შესახებ. მომხმარებელს გაუჩნდა სხვა მოთხოვნა და მათ სჭირდებოდათ დამატებითი ინოვაცია, პროდუქციის შერჩევისას. ეს განაპირობა იმან, რომ მოხდა პროდუქციის დიფერენციაცია და ინდივიდუალური პოზიციის დაკავება ბაზარზე. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანი გახდა მომხმარებელზე არაპირდაპირი და პირდაპირი ზემოქმედება ლოგოს, ფერის და კომპანიის ღირებულებისა და იმიჯის მეშვეობით. ამ დროისათვის ბრენდს უკვე ესაჭიროებოდა კომუნიკაციის უმაღლესი თვისებები, უნიკალური ინგრედიენტები და მათი ფუნქციური სარგებელი. მწარმოებლებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ როგორ შეიძლებოდა პროდუქტი ექციათ ბრენდად და მისგან მომხმარებელს მიეღო როგორც პროდუქტი ასევე ემოციური სარგებელი. ამ ყველაფერში მწარმოებლებს დაეხმარნენ შემოქმედებითი და რევოლუციური რეკლამები, რომლებიც თავად გახდა ბრენდინგის სინონიმი.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბაზარზე იყიდებოდა უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება, ვიდრე მათი სახელები იყო ცნობილი. ეს ყველაფერი დევიდ ოგივიმ აღწერა როგორც _ „პროდუქტის ატრიბუტების არამატერიალური ჯამი“(“the intangible sum of a product’s”). მარკეტოლოგები მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ შეექმნათ კონკრეტული აღქმა მომხმარებლის გონებაში, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა პროდუქტის და მომსახურების თვისებებთან და ატრიბუტებთან. სწორედ ამ აღქმას უწოდეს მარკეტოლოგებმა „ბრენდი“.

 
 
 

Comments


bottom of page