top of page
Search

კორონა და მცირე ბიზნესი

  • Writer: ninuca
    ninuca
  • May 1, 2020
  • 3 min read

წლების განმავლობაში ყველა ჩვენგანს გვქონდა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი - მივდიოდით სამსახურში, გარკვეულ ვადებში ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ სამუშაოს, ვხვდებოდით პარტნიორებს, დავდიოდით საყიდლებზე, ვიხდიდით გადასახადებს და ა.შ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში მარტის თვიდან. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ყველა გამოწვევა ადამიანისთვის არის სწავლის და ზრდის შესაძლებლობა.

მას შემდეგ რაც იზოლაციაში ვართ და ყველას შედარებით ბევრი დრო გვაქ, მივხვდი რომ ბევრი ისეთი რამ შემეძლო გამეკეთებინა და სწორად დამეგეგმა დრო, რომ უფრო პროდუქტიული ვყოფილიყავი. ჩემს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში იყო საქმე რომელსაც ვერ ვასწრებდი. სახლში ყოფნამ კი დამაზოგინა დრო რომელსაც ვხარჯავდი გზაში, საცობებში.

ბიზნესების უმრავლესობას მოუწია ონლაინ რეჟიმზე გადართვა, ზოგისთვის ეს მოულოდნელიც იყო, ამიტომ შევეცადე თავი მომეყარა რამოდენიმე იდეისთვის, რჩევისთვის და რესურსებისთვის, თუ როგორ გადავარჩინოთ მცირე ბიზნესი და მოვარგოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები საკარანტინო სეზონს.




კლიენტებთანურთიერთობა & კომუნიკაცია + საზოგადოება



1. მიწერეთ და მოიკითხეთ თქვენი ლოიალური მომხმარებელი სოციალური მედიის საშუალებით. ისინიც, ისეთივე შეშფოთებულები და დაბნეულები არიან, ვირუსითა და კარანტინით გამოწვეული ყველა გაურკვევლობით, როგორც თქვენ. შესთავაზეთ მომსახურების/ პროდუქტის მიღების ალტერნატივა (ყოველთვის უკეთესია, ვიდრე შეკვეთის გაუქმება) რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. უპასუხეთ ნებისმიერ კითხვას რაც შეიძლება აინტერესებდეთ და შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი, რომელიც ორივესთვის იმუშავებს.

2. გააქტიურდით სოციალურ მედიაში. შეამოწმეთ თქვენი მიმდევრები( თქვენი პერსპექტივები, მომხმარებელბი და მეგობრები). კითხეთ როგორ გრძნობენ თავს, გაარკვიეთ რა ტიპის კონტენტს ისურვებენ რომ ნახონ. ასე რომ, ესაუბრეთ თქვენს აუდიტორიას, არამარტო თქვენს პროდუქტზე ან მომსახურებაზე, არამედ სხვა ისეთ თემებზე რაზე საუბარსაც თქვენი აუდიტორია ისურვებდა.

3. გაუზიარეთ თქვენი ცოდნა. ეს არის თქვენი მომხმარებლებისა და სზოგადოების დახმარების, თანაგრძნობის გზა. თუ თქვენ დაგეგმილი გქონდათ კონფერენცია ან სემინარი და კარანტინის გამო ვეღარ შეძელით მისი ჩატარება, შეგიძლიათ ის გააზიარეთ Instagram-ზე სტატიის სახით ან Facebook-ზე, live ჩართვის საშუალებით.

ასევე შეგიძლიათ ჩაატაროთ უფასო ან ფასდაკლებული სამეცნიერო სესიები, ან გაუწიოთ ბიზნეს კონსულტაცია სხვებს.

4. დავეხმაროთ სხვებს. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი, ან მეზობელი რომელსაც მცირე ბიზნესი აქვს, თქვენ კი მისი ერთგული მომხმარებელი ხართ. ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, ამიტომ მთავარია მონდომება.

5. თუ ჩვენს მეგობრებში ან ფოლოუერებში მოიძებნებიან მცირე ბიზნესები, მათ ძალიან მარტივად შეგვიძლია დავეხმაროთ. გავაზიაროთ მათ შესახებ ინფორმაცია თუნდაც სთორიში, და ჩვენ ცოტაოდენ წვლილს შევიტანთ მათ განვითარებაში.



კონტრაქტები და ფინანსები


1. მას შემდეგ რაც სახლში იზოლაცია მოგვიწია, მივხვდი რამდენად ბევრი დრო მქონდა, და სწორედ ეს დრო უნდა გამომეყენებინა, გადამეხედა კონტრაქტებზე. შეიძლება კონტრაქტებს უკვე დრო აქვთ გასული, ან იქნება რომელიმე პუნქტის განახლება გსურთ. ახალ კონტრაქტორებთან იქნებ ჯობდეს ახალი კონტრაქტი გავაფორმოთ, და არა ძველი შაბლონური.

2.გადახედეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და დანაზოგებს. გადახედეთ თქვენს თვიურ ხარჯებს და განსაზღვრეთ რამდენი მომხმარებლი გჭირდებათ იმისთვის, რომ დაფაროთ ეს ხარჯები. დარწმუნებული ვარ ამას ისედაც ყოველთვიურად აკეთებთ მაგრამ, მათი ხელახლა გადახედვა შეიძლება დაგეხმაროთ, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი შესყიდვები. ან იქნებ სულაც ახალი იდეა გაქვთ რომლის განხორციელებაც გსურთ და თანხა არ გყოფნით. ახლა სწორედ ის დროა როცა ამაზე დაფიქრება ღირს.








ვებ - გვერდი


თუ დიდი ხანია თქვენი ვებ-გევრიდსთვის არ გადაგიხედავთ, დროა გადახედოთ. კორონა ვირუსის გამო ყველაფერი ონლაინ რეჟიმშია გადასული, სწორედ ამიტომ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ონლაინ სივრცეში გიწევთ.

გადახედეთ ვებ-გვერდს და დაფიქრდით თუ ყველაფერი პსუხობს თქვენს იდეას და მიზნებს? “ფრაის ლისტი” - თუ რაიმე ცვლილება მოხდა აუცლებლად შეცვალეთ, ან თუ საკარანტინო პირობების გამო რომელიმე პროდუქტის მიწოდება არ შეგიძლიათ, განაახლეთ ინფორმაცია. თუ ძალიან ძველი ინფორმაცია ან სურათები გაქვთ ვებ გვერდზე ახლა საკმარისი დრო გაქვთ, რომ წაშალოთ.

ასევე ძალიან კარგი საშუალება გაქვთ, რომ გადახედოთ მესიჯეს სოციალურ ქსელში და მეილებს, მათზე დაყრდნობით კი დახვეწოთ თქვენი FAQ.


სასწავლო რესურსები


არასდროს შეწყვიტო სწავლა. ერთ-ერთ კომპანიაში სადაც ამერიკელი უფროსი მყავდა გარკვეული დრო გავატარე. დღეს იქ აღარ ვმუშაობ, მაგრამ ამ კომპანიაში ყოფნისას ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი უფროსი ყოველთვის მეუბნებოდა რომ თუ გინდა შენმა ბიზნესმა კარგად იმუშაოს ყველა მიმართულებით უნდა გქონდეს გარკვეული ცოდნა, რომ ყოველთვის შენით იპოვო ხარვზეიო. ამიტომ ყოველთვიურად სხვადასხვა დეპარტამენტის საქმესაც მე მავალებდა. უივერისტეტიდან გარკვეული ცოდნა მქონდა ფინანსებზე, როგორ შემედგინა Balance sheet, Cash flow, Income statement ასე რომ გამომადგა, მითუმეტეს რომ ფინანსები ჩემი პროფესია არაა, ყოველთვიურად ვითარდებოდი და ვსწავლობდი.

სწორედ ამიტომ უნდა გადავაფასოთ რა გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რომ ჩვენი საქმიანობა უკეთ წარვმართოთ და ვიყოთ უფრო მეტად პროდუქტიულები. ახლა გვაქვს დრო რომ ვისწავლოთ და განვითარდეთ.

პლატფორმები რომლებსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ იმისათვის რომ ახალი ცოდნა მივიღო:


ყველას საგაზაფხულო გეგმები გადაიდო, მაგრამ ყველაფერი მალე ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამიტომ ეს დრო გამოვიყენოთ პროდუქტიულად, დავსახოთ ჩვენი მიზნები, ამოცანები და ვიფიქროთ და ვიმუშაოთ მათ განხორციელებაზე, თუნდაც სახლის კომფორტული დივნიდან.



 
 
 

Comments


bottom of page