Ციფრული მარკტინგის ტიპები
- ninuca
- Apr 3, 2020
- 3 min read
Updated: Apr 18, 2020

Სულ რაღაც ორი ათწლეული წლის წინ, ციფრული მარკეტინგის კონცეფცია უცნობი იყო, როგორც მომხმარებლებისთვის ასევე მარკეტოლოგებისთვის. Ინტერნეტის მომხმარებლის ზრდის პარალელურად ციფრული მარკეტინგი უფრო და უფრო პოპულარული და ეფექტური გახდა. კომპანიები ცდილობენ მისი საშუალებით პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ მიზნობრივ აუდიტორიასთან და მიაჯაჭვონ ისინი, პლანშეტებს სმარტფონებს და ა.შ. Ის აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რადგან იყოს კონკურენტუნარიანი ციფრულ ბაზარზე. Ციფრული მარკეტინგი უფრო იაფია ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი.
Იმისათვის რომ იყოთ ერთ ერთი კონკურენტუნარიანი მოთამაშე ბაზარზე, საჭიროა გქონდეთ რამოდენიმე მარკეტინგული ტაქტიკა თუ როგორ “ითამაშებთ” სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე.
Რა არის ციფრული მარკეტინგი?
Ციფრული მარკეტინგის კონცეფცია მოიცავს ყველა იმ მარკეტინგულ საქმიანობას რომელიც სრულდება ინტერნეტის, ციფრული არხებისა და ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით. Კომპანიის წარმატება მხოლოდ ონლაინ სივრცეზე არ არის დამოკიდებული, არამედ ის ასევე დამოკიდებულია ტრადიციულ მარკეტინგულ საქმიანობაზე. Სადავოა საკითხი, ამა თუ იმ პროდუქტისთვის/ მომსახურებისთვის რომელი კონცეფცია იქნება უფრო ეფექტური, მაგრამ ორივე კონცეფციის ერთობლიობამ შეიძლება უზრუნველყოს პროდუქტის ან მომსახურების წარმატებული კამპანია.
Იმისათვის, რომ ბაზარზე კონკურენცია გავუწიოთ ჩვენს კონკურენტებს, საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის არხი. Მარკეტინგის მენეჯერებმა ან ბიზნესის მფლობელებმა უნდა გადაწყვიტონ რომელ არხს აირჩევენ. Სასურველია ავირჩიოთ ერთი არხი ან 2-3 არხის კომბინაცია, ვიდრე მოვედოთ ყველაფერს და საბოლოო ჯამში არ ვიყოთ პროდუქტიულები, დავხარჯოთ დრო, რესურსი და საბოლოოდ ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი. Ამიტომ ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ ის ციფრული მარკეტინგის არხი რომელიც ჩვენი აზრით, მოგვცემს საშუალებას გავხადოთ მომხმარებელი ჩვენი პროდუქტის/ მომსახურების მიმართ ლოალური და გავზარდოთ ჩვენი მოგება.
1.საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია - (SEO)

SEO- არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ სძიებო სისტემაში იყოთ საწყის პოზიციებზე. Google, Bing და yahoo პოპულარული საძიებო სისტემებია, რომელთა საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორაცია. როდესაც მომხმარებელი ეძებს გარკვეულ ინფორმაციას, საძიებო სისტემაში ინფორმაცია ჩანს საკვანძო სიტყვის, მისი ადგილმდებარეობის და “ბრაუზერის” ისტორიაზე დაყრდნობით. Იმისათვის რომ საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე მოვხვდეთ და გავზარდოთ “ტაფიკი” ვებ-გვერზე, საჭიროა კონტენტის წერის დროს გამოვიყენოთ საკვანძო სიტყვები (Keywords) ან შემომავალი (inbound) და გამავალი (outbound) ბმულები. Მარკეტოლოგმა აუცილებლად უნდა დაიცვას საძიებო სისტემის ალგორითმი, სიახლეებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები ან/და განაახლოს სტრატეგია.
2. საძიებო სისტემის მარკეტინგი (SEM)
Იცოდით რომ Საძიებო სისტემის მარკეტინგი (SEM) არის ძალიან ეფექტური გზა თქვენი ვებ-გვერდის ტრაფიკის სწრაფად გაზრდისთვის და ბიზნესის ცნობადობის ასამაღლებლად?

SEM-ის დროს თქვენ ფაქტიურად იხდით თანხას რეკლამაში რომელიც განთავსებული იქნება საძიებო სისტემაში, მაგალითად როგორიცაა Google Ads. შესაბამისად თქვენ აღმოჩნდებით საძიებო სისტემის თავში.
SEO- სგან განსხვავებით, რომლსაც გრძელვადიანი დადებითი ეფექტი გააჩნია, SEM შედეგს მოგცემთ ძალიან მალე. Თუ SEM-კამპანიას პირობითად დავიწყებთ დილით, შედეგს სულ მალე რამოდენიმე საათში მივიღებთ. Მაგრამ როგორც კი SEM განცხადებას შევაჩერებთ, საძიებო სისტემაში ჩვენს განცხადებას მოწინავე პოზიციებზე ვეღარ ვიხილავთ. Სწორედ ამიტომ SEO-ს და SEM-ის გამოყენება სჯობს ერთდროულად, რომ SEM-ის “სწრაფი” შედეგები დავაკავშიროთ SEO-ს გრძელვადიან შედეგებს და საბოლოო ჯამში მივიღოთ გრძელვადიანი დადებითი ეფექტი.
3. სოციალური მედია მარკეტინგი (SMM)

Დღესდღეობით ძალიან დიდ დროს ვატარებთ სოციალურ ქსელებში , ვიდრე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. Ამის გამო სოციალური მედია ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ იარაღად იქცა. Მარკეტოლოგები მათ იყენებენ, რათა პირდაპირი უშალო კომუნიკაცია დაამყარონ მომხმარებლებთან. Გააცნონ მათი პროდუქტი/ მომსახურება, მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა და გახადონ ისინი ლოალური მათი ბრენდის მიმართ. Უამრავი მედია პლატფორმა როგორიცაა Facebook, Twitter, Instagram, Snapchat, LinkedIn და ა.Შ. Რომლებიც აგროვებენ მომხმარებლის პიროვნული ფაქტორის მონაცემებს, როგორიცაა ასაკი, ადგილმდებარეობა, ინტერესები და ა.შ. Ეს ინფორმაცია გამოიყენება სწორედ მაშინ როდესაც ხდება პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება, რათა სწორედ მიზნობრივ აუდიტორიამდე მივიდეს ინფორმაცია. Გარდა ამისა ხარისხიანი და საინტეროსო კონტენტის გაზიარება სოციალურ მედიაში, მომხმარებლის დაინტერესების და მისი პროცესებში ჩართვის კარგი გზაა. Არსებობს სოციალური მედიის მარკეტინგის სხვადასხვა პროცესები, როგორიცაა Facebook რეკლამები, ფასიანი twitter მომსახურება, ჰეშთეგ კამპანიები, ინფულესერი და ა.შ.
4. კონტენტის მარკეტინგი

Კონტენტ მარკეტინგის კონცეფცია ზოგადად მოიცავს ნებისმიერ შინაარსს, რომელიც შეიძლება შევხვდეს ონლაინსივრცეში, ბლოგზე, YouTube ვიდეოები და ა.შ. Პროდუქტის ან მომსახურების შესახებ(არამარტო). Ეს არის ციფრული მარკეტინგის არაპირდაპირი გზა, მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი კონტენტი გაყიდვების გაზრდის სანაცვლოდ. Მთავარი მიზანი არის ის რომ მომხმარებელმა მიიღოს მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია პროდუქტის/მომსახურების შესახებ.
5. E-mail მარკეტინგი

Მიუხედავად იმისა, რომ E-mail მარკეტინგი მოძველებული მოდელია, ერთ-ერთი წარმატებული მოდელია ციფრული მარკეტინგის სტრატეგიათა შორის.
Სიახლეების და სპეციალური შეთავაზებების გაგზავნა მომხმარებლებისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ თქვენს საერთო მარკეტინგულ გეგმაში, თქვენს მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარებაში და განმტკიცებაში.ამისათვის საჭიროა:
Შექმათ კონტაქტების სია;
Შეარჩიოთ მიზნობრივი აუდიტორია, მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
Დაამყაროთ მათთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
6. ვირუსული მარკეტინგი

Ვირუსული მარკეტინგი გულისხმობს ისეთი ვიდეოს, სურატის ან პოსტის შექმას რომელის ვირუსულად გავრცელდება მომხმარებელში, და მათ სრულიად არ ექნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეს იყო გამიზნული სარეკლამო კამპანია. Მსგავსი ტექნიკის დროს აუცილებელია სწორედ შევარჩიოთ სამიზნე აუდიტორია და ასევე თუ რომელი არხებით ვაპირებთ ჩვენი შეტყობინების გავრცელებას. Არაფერი არ მოხვდება თავისით ინტერნეტ სივრცეში, მომხმარებლებს უნდა მივაწოდოთ ისეთი “მესიჯი” რომ მათ მოუნდეთ გაზიარება და თუ ჩვენ არასწორად შევარჩევთ გავრცელების არხს, შესაბამისად ვერ გავალთ პირდაპირ კონტაქტზე ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიასთან.
7. Affiliate მარკეტინგი

Ძირითადად ბლოგერები ან ელექტრონული კომერციის ვებ გვერდები იყენებენ Affiliate(“შვილობილ”) მარკეტინგს. Რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უზრდიან ტრაფიკს სხვადასხვა კომპანიებს რომლებთანაც ისინი თანამშრომლობენ, სანაცვლოდ კი იღებენ გარკვეული სახის %-ს გაყიდვებიდან.
8. ინფლუენსერ მარკეტინგი

Ინფლუენსერ მარკეტინგი არის მარკეტინგის ის სახეობა, რომელიც ფოკუსირდება ძირითადად ლიდერების გამოყენებაზე, რომ ბრენდის გზავნილი მიიღოს უფრო ფართო აუდიტორიამ. Იმის მაგივრად, რომ კომპანიამ განათავსოს რეკლამები სხვადასხვა არხების საშუალებით, ის აირჩევს მისთვის სასურველ ინფლუენსერს, რომ შემდგომში მან გააცნოს პროდუქტი/მომსახურება აუდიტორიას და მოიზიდოს მომხმარებელი.
როგორც უკვე ვახსენეთ - იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას საჭიროა ზემოთ ჩამოვლილი არხებიდან ავირჩიოთ 1, 2-3 არხი. მაგრამ მანამდე, აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი მიზნები და ჩამოაყალიბოთ მარკეტინგული სტრატეგია.
Comments