top of page
Search

რა არის ბრენდი?

  • Writer: ninuca
    ninuca
  • May 31, 2020
  • 2 min read


„ბრენდი -ეს არის პროდუქტის არამატერიალური თვისებები: მისი სახელი შეფუთვა და ფასი, მისი ისტორია, რეპუტაცია და რეკლამირების გზა, ბრენდი ასევე არის შთაბეჭდილებათა კომბინაცია რომელიც ზემოქმედებს მომხმარებელზე თავისი გამოცდილების და მიხედვით.“

დევიდ ოგილვი



ტექნოლოგიური განვითარება დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმით, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გარშემორტყმულია ინოვაციური ტექნოლოგიებით და მათ ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, მაგრამ საერთოდ არ გვაქ წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ არის აწყობილი და ტექნიკურად როგორ მუშაობენ ეს ნივთები. უფრო მეტიც, თანამედროვე მომხმარებელმა ხშირად სრულად არ იცის იმ ნივთის თვისებები რომელსაც ის ყიდულობს. მაგალითად რომ ავუხსნათ მომხმარებელს თუ როგორ მუშაობს პრინტერი, ეს ყველაფერი დაგვიჯდება ძალიან ძვირი და თან უშედეგოა. როდესაც მომხმარებელს სურს პრინტერის ყიდვა და ის ფიქრობს: „შემიძლია თუ არა ამოვაპრინტერო სურათები, ისე რომ მან არ დაკარგოს ხარისხი?“ სწორედ ამ დროს მას ახსენდება ცნობადი ბრენდები, რომელიც სხვა კომპანიებთან შედარებით გამოირჩევიან ხარისხითა და ინოვაციურობით.

როდესაც მომხმარებელი ფიქრობს პროდუქტის ყიდვაზე, მან შეიძლება დიდი დრო დაკარგოს სასურველი პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, რადგან ბაზარი გაჯერებული მსგავსი ან იდენტური პროდუქციით. მომხმარებელს არ აქვს დრო რომ შეადაროს თითოეული პროდუქტის მახასახიათებლები, ასეთ დროს მომხმარებლისთვის მარტივი გამოსავალია მისთვის ცნობადი ბრენდის პროდუქციის შეძენა, რადგან მომხმარებელი დარწმუნებულია მის სანდოობაში.

საბოლოო ჯამში ბრედი - ეს არის კომპანია როემლმაც მოიპოვა პოპულარობა, წარმატებული მარკეტინგული პროცედურების საშუალებით. ბრენდინგი კი არის მარკეტინგული ღონისძიებების ერთობლიობა რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება ფირმის, პროდუქციის, იდეის, წამოწყების პოპულარიზაციისათვის. ბრენდი ეს არის ინვესტიცია მომავალში.

იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი აწარმოებს გამაგრილებელ სასმელს „ლიმონათს“, და ის მთელ თავის კაპიტალს ჩადებს მხოლოდ წარმოებაში, რამოდენიმე წელიწადში ის მიხვდება, რომ მისი ძალისხმევა გამოდგა ფუჭი. რადგან მისი პროდუქტის სახელი და შეფუთვა „არაფრის მთქმელი“ იყო მომხმარებლისთვის. ნებისმიერი კონკურენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ მომხმარებელი გადაიბიროს თავისკენ, მაგალითად იმ შემთხვევაში როცა ის გამოუშვებს იგივე დასახელების პროდუქტს, უფრო გემრიელს და თან იაფად. ხალხს სურს დალიოს “coca-cola” ან “pepsi-cola” და არა უბრალოდ სასმელი რომელსაც ქვია კოლა. მაგრამ თუ მწარმოებელი აწარმოებს და ბაზარზე გაიტანს „კარგ“ სასმელს, ორიგინალური შეფუთვით და სახელით, მისი ინვესტიცია იქნება დაცული და მას ექნება შესაძლებლობა განავითაროს თავისი პროდუქტი. აქედან გამომდინარე, მას ექმნება შესაძლებლობა, რომ დაიკავოს ბაზარზე თავისი ადგილი როგორც ბრენდმა, და გაუწიოს კონკურენცია სხვა მის მსგავს პროდუქტებს.

ყველასთვის ცნობილია რომ, მარკეტინგი იმ შემთხვევაშია ეფექტური თუ პროდუქტი შეესაბამება ბაზრის მოთხოვნილებებს. ანალოგიური სიტუაციაა ბრენდინგის დროსაც, თუ პროდუქტს არ შეუძლია მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ რაც არ უნდა ძლიერი ბრენდი იყოს ის მაინც განწირულია. იმისათვის, რომ ყოველივე ეს ავიცილოთ თავიდან აუცილებელია კარგად ვიცოდეთ ბრენდის სტრუქტურა.

ბრენდი აძლევს დაპირებას თითოეულ თავის მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ ის არ დააღვევს პირობას, ის გაძლიერდება და იქნება წარმატებული. ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი ბრენდინგისა არის ნდობა. ბრენდი ნდობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს და ვერ გადარჩება. თუმცა, იმ შემთხვევაში როცა ბრენდი დაკარგავს მომხმარებლის ნდობას, ის უნდა დაუბრუნდეს საბაზისო საფუძვლებს და უნდა დაიწყოს ყველაფერი თავიდან (რებრენდინგი-ცვლილება ბრენდინგის საფუძვლებში), რომ ისევ მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა. ნდობას ვერ დავიბრუნებთ სარეკლამო რგოლებით ან ბილბორდებზე გამოკრული სურათებით. ეს ნიშნავს რომ ბრენდინგში ჩართული ყველა ქმედება და გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კომპანიის ღირებულებებისა დამომხმარებლის ფასეულობის მიხედვით.

ასე, რომ ბრენდინგი ნიშნავს აქციო რაიმე უფრო ძვირადღირებულად. ბრენდი ნიშნავს ძვირფასს. ეს არის ბრენდინგის ძირითადი არსი.არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ბრენდს ქმნით- საქონლის, მომსახურების, კომპანიის, პიროვნების, მოვლენის თუ საკუთარი შემოქმედების. სავაჭრო მარკა შესაძლოა იყოს დარეგისტრირებული კომპანიის ან ერთი პირის სახელზე მთელი მისი არსებობის განმავლობაში და მისი გაკონტროლება ძალიან მარტივია.

დღესდღეობით ახალი, წარმატებული და ძლიერი ბრენდის შექმნა თანდათანობით რთულდება, რადგან იზრდება ბრენდების რაოდენობა ბაზარზე, იცვლება და იხვეწება მომხმარებლების გემოვნება და მოთხოვნები. თუმცა მაინც აქტუალურია ახალი ბრენდის შექმნა და პოპულარიზაცია.

 
 
 

Comments


bottom of page